მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგები გრძელდებოდა დიდხანს და გონებრივადაც საკმაოდ ბევრი საფიქრალი გვქონდა, ყოველი დღე სასიამოვნო და დადებითი ემოციებით იყო დატვირთული. მიხაროდა ტრენერთან და მასწავლებლებთან შეხვედრა.
ტრენინგების ეს საფეხური ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით.
გავიმეორე და განვამტკიცე ის უნარ-ჩვევები, რაც წინა საფეხურზე შევისწავლეთ. ვისწავლე როგორ უნდა დავწერო და ავტვირთო სასწავლო პროექტები, როგორ გავხადო საინტერესო და როგორ დავეხმარო მოსწავლეებს,რათა პროექტი პასუხობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს და მოთხოვნებს.მივხვდი, რომ თემა უნდა პასუხობდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და უნდა იყოს აქტუალური.
მადლობა მასწავლებლის სახლს და ტრენერს,ქ-ნ ქეთევან ცერაძეს, გაწეული საინტერესო მუშაობისთვის.
პატივისცემით ეთერ იაშვილი.
ძალიან მომეწონა ქალბატონ ეთერ იაშვილის პროექტი ატომიდან- ატომამდე.ან პროექტში საუბარია თუ რა მნიშვნელობა აქვს ელემენტალურ ნაწილაკებს სამყაროში
ReplyDelete