Thursday, March 9, 2017

ტრენინგის შეჯამება

      მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგები გრძელდებოდა დიდხანს და გონებრივადაც საკმაოდ ბევრი საფიქრალი გვქონდა, ყოველი დღე სასიამოვნო და დადებითი ემოციებით იყო დატვირთული. მიხაროდა ტრენერთან და მასწავლებლებთან შეხვედრა.
      ტრენინგების ეს საფეხური ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით.
 გავიმეორე და განვამტკიცე ის უნარ-ჩვევები, რაც წინა საფეხურზე შევისწავლეთ. ვისწავლე როგორ უნდა დავწერო და ავტვირთო სასწავლო პროექტები, როგორ გავხადო საინტერესო და როგორ დავეხმარო მოსწავლეებს,რათა პროექტი პასუხობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს და მოთხოვნებს.მივხვდი, რომ თემა უნდა პასუხობდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და უნდა იყოს აქტუალური.
მადლობა მასწავლებლის სახლს და ტრენერს,ქ-ნ ქეთევან  ცერაძეს, გაწეული საინტერესო მუშაობისთვის.
           პატივისცემით     ეთერ იაშვილი.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე დავიწყეთ გამეორებით, როგორ ხდება  ფაილის ან საქაღალდის  გადაგზავნა ან გამოქვეყნება.მოხდა ტრენინგის მონაწილეთა მიერ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია.
თითოეული თავისთავად ძალიან საინტერესო იყო.რამოდენიმე მათგანმა მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება თემის აქტუალურობით და ორიგინალურობით.გამოვარჩევდი თინათინ ფსუტურის პროექტს,,ქართველები- დაბერებული ერია?" და მაია სამხარაძის პროექტს,,ენა, მამული, სარწმუნოება".
მიხარია, რომ ასეთ ადამიანებს შევხვდი და მათ აბარიათ საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა.

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა.
მოვაწესრიგეთ საქაღალდეები და პორტფოლიო ავტვირთეთ ელექტრონულ ფოსტაში.
შევქმენით მოსწავლის ფასილიტაცია, მითითებები გავაკეთეთ მოსწავლეებისთვის, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე.

კვლავ გავიმეორეთ წინა მასალა. დაწვრილებით გავიხსენეთ პროექტის გეგმა.
გავიხსენეთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ამ თეორიაზე დაყრდნობით ვისწავლეთ, თუ როგორ გავუადვილოთ შწავლის პროცესი მოსწავლეებს და როგორ ჩავრთოთ თითოეული მათგანი სწავლის პროცესში.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი მეცადინეობა ტრადიციულად დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით. ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა დაიწეროს პროექტის კარგი გეგმა, როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია. დავათვალიერეთ ნიმუშები..შესაბამისად გავაკეთეთ ნიმუში და მოვათავსეთ საქაღალდეში. გავეცანით შეფასების რუბრიკებს.

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ჩვეულებისამებრ დღე დავიწყეთ გამეორებით.სასიამოვნო იყო,რომ მახსოვდა ყველაფერი.გავეცანით საავტორო უფლებებს. გავეცანით როგორ შევიტანოთ და დავაფიქსიროთ გამოყენებული ლიტერეტურა.
გავაგზავნეთ კოლეგების ელექტრონულ ფოსტაზე შეფასებები მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
სევქმენით მოსწავლის ბლოგი, რაც ძალიან შრომატევადი და საინტერესო იყო.


Sunday, February 19, 2017

ტრენინგის მესამე დღე

                 გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე  განვლილი მასალა.
             შევიტანეთ შესწორებები ბუკლეტებში.
             გავხსენით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.
             განვსაზღვრეთკონკრეტული სასწავლო მიზნები სტანდარტებსა და 21 ე საუკუნის         უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით.